11:28 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 14:39:42, 669 ნახვა

საზოგადოება
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეთოთხმეტე შეხვედრა გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო კომისია იკრიბება სისტემატურად და უზრუნველყოფს მუდმივი ზედამხედველობის განხორციელებას ქვეყანაში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე.

სახელმწიფო კომისია აერთიანებს რელევანტურ უწყებებს, მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრების მიზანს წარმოადგენს საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ახალი კანონმდებლობის იმპლემენტაციის, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული ტენდენციებისა და მთავრობისთვის წარსადგენი წინადადებების შესახებ დისკუსიის გამართვა და შესაბამის გამოწვევებზე რეაგირება უწყებათშორისი, კოორდინირებული ძალისხმევით.

კომისიის რიგით მეთოთხმეტე შეხვედრაზე კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს დროული საკანონმდებლო ცვლილებები, კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულება, პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობა, სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი და უწყებათა კოორდინირებული თანამშრომლობა, რაც ერთიანობაში ხელს უწყობს ქვეყანაში დაბალანსებული ნარკოპოლიტიკის განხორციელებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics