11:12 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 15:51:20, 2753 ნახვა

ეკონომიკა
Commerzbank-მა „თიბისი ბანკი“ ვაჭრობის ფინანსირებაში გამორჩეული პარტნიორობისთვის მეორედ დააჯილდოვა

"თიბისი ბანკმა" ვაჭრობის ფინანსირების სფეროში გერმანიის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკისგან –  Commerzbank ჯილდო უკვე მეორედ მიიღო. აღიარება "თიბისი ბანკს" Commerzbank-მა აღნიშნულ სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისა და გამორჩეული პარტნიორობისთვის გადასცა.

"თიბისი ბანკი" ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით მსოფლიოს მაშტაბით ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და  ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, წლების განმავლობაში, "თიბისი ბანკმა" საკუთარ მომხმარებელს არაერთი პროდუქტი შესთავაზა. ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ბანკს მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა – ADB, EBRD, Global Finance.

Commerzbank-ი, რომელიც გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს წარმოადგენს, "თიბისი ბანკის" უძველესი პარტნიორია ვაჭრობის ფინანსირების სფეროში. პირველი საერთაშორისო ტრანზაქცია ბანკებმა 1999 წელს განახორციელეს და მას შემდეგ მომხმარებელს ერთობლივად არაერთი პროექტი შესთავაზეს.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics