|
2019-09-24 12:57:37, 2690 ნახვა
რეგიონი
პროექტი „ღია შეხვედრები“ − თეა წულუკიანი აჭარის სოფლების მოსახლეობას შეხვდა
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს სტუმრობდა. თეა წულუკიანმა შეხვედრები გამართა სოფელ ქაქუთის, ლეღვასა და წყავროკას მოსახლეობასთან. შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები − ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე და ფატი ხალვაში, ქობულეთის თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. პროექტი „ღია შეხვედრები“ ორ თვეზე მეტია, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს. იგი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას. სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად გაზიფიცირება, სასმელი წყლის სისტემებზე მუშაობის დასრულება და ზოგიერთი შიდა გზის მოწესრიგება, მიწების განაწილების პრობლემა დასახელდა. იუსტიციის მინისტრმა მოსახლეობას ის დაგეგმილი მასშტაბური ცვლილებები გააცნო, რომელთაც მთავრობა მიწის განაწილების საკითხის გადასაჭრელად გეგმავს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მოსახლეობისთვის მიწის განაწილების პროცესის გასამარტივებლად და ამ ნიადაგზე მოქალაქეებს შორის დავების თავიდან ასაცილებლად მომავალი წლიდან იგეგმება სპეციალური, კომპეტენტური პირებით დაკომპლექტებული ჯგუფების შექმნა და მსგავს გეოგრაფიულ არეალებში სპორადულთან ერთად სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება. შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს. იუსტიციის მინისტრი მოსახლეობასთან შეხვედრას გურიის სოფლებშიც გეგმავს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)