|
2019-09-24 10:35:45, 966 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს კონგრესის ვიცე-პრეზიდენტს, ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ქსავიერ კადორესა და კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებებს. საუბარი შეეხო დეცენტრალიზაციის რეფორმას და თვითმმართველობის პროცესებში ქალთა მეტი ჩართულობის საკითხებს. „ვფიქრობ, 2019 წელი მნიშვნელოვანი თარიღია როგორც საქართველოს, ასევე ევროპის საბჭოსთვის. წელს ჩვენ აღვნიშნავთ ევროპის საბჭოს შექმნის 70, ხოლო ევროპის საბჭოს კონგრესის დაფუძნების 25 წლისთავს. წელს ასევე სრულდება 20 წელი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან. ამ ხნის მანძილზე ჩვენ გვქონდა და გვაქვს წარმატებული თანამშრომლობა არაერთ სფეროში. ამ დღეებში საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს დეცენტრალზიაციის ახალ, ამბიციურ სტრატეგიას, რომლის განხორცილებაში ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება კონგრესის მონაწილეობა და წარმატებული თანამშრომლობის არსებული პრაქტიკის გაგრძელება", - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე. კახა კალაძემ ევროპის საბჭოს კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ანდრეას კიფერმა მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერს აქტიური ურთიერთთანამშრომლობისთვის. მან ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს წარმატებები უსურვა და თანადგომა აღუთქვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და განვითარების პროექტების განყოფილების უფროსი მარიტე მორასი, თბილისის საკრებულოს დეპუტატები - ბექა დავითულიანი და თამარ ტალიაშვილი, რომელიც ასევე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტია. თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივით, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში ხვალ გაიმართება ევროსაბჭში საქართველოს გაწევრიანების იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის როლი საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში“.
(NS)
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)