23:16 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 15:39:02, 1302 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ფრანსუა ვიელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მისიის რეგიონულ მრჩეველს სოფლის მეურნეობის საკითხებში ფრანსუა ვიელს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ  ქვეყნებს შორის სურსათის უვნებლობის, გეოგრაფიული აღნიშვნების/ადგილწარმოშობის და დაცული ტერიტორიების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების საჭიროების საკითხს გაუსვა. 

გიორგი ხანიშვილმა ფრანსუა ვიელს ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ შემუშავებული აგრარული დარგის და გარემოსდაცვითი მიმართულებების განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო და ყურადღება ქვეყნისთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როგორც ფრანსუა ვიელმა აღნიშნა, საქართველო საფრანგეთის რესპუბლიკისთვის სანდო პარტნიორია და გამოცდილების და ცოდნის გაზიარების კუთხით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics