19:57 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-21 17:43:56, 6454 ნახვა

მსოფლიო
100-ზე მეტი დაკავებული - პარიზში, პოლიციამ „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში „ყვითელი ჟილეტების“ აქციაზე სამართალდამცველებმა 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა. შეტაკებები სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად ხდებოდა. ადგილზე 7 ათასი სპეცრაზმელია მობილიზებული. 

მედიის ცნობით, მასშტაბური ოპერაცია სამართალდამცავებმა „ყვითელჟილეტიანებსა“ და კლიმატის დამცველთა აქციის მონაწილეებს შორის შესაძლო შეტაკების ასარიდებლად ჩაატარეს. 

შეგახსენებთ, რომ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საპროტესტო აქციები საფრანგეთში 2018 წლის 17 ნოემბერს დაიწყო, როდესაც მოსახლეობამ საავტომობილო საწვავის ფასების ზრდა გააპროტესტა. მას შემდეგ ისინი აქციებს პერიოდულად აწყობენ. 

 

 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა და ინოვაციები განიცადა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics