|
2019-09-18 16:14:02, 1792 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით, საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კლიმატის სფეროს დაფინანსებისადმი მიძღვნილი შეხვედრა „საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა კლიმატის ცვლილებების მიმართულებით“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კლიმატის მწვანე ფონდის (CGF) და „NDC Partnership“ წარმომადგენლებს და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველო წლებია თანამშრომლობს კლიმატის მწვანე ფონდთან; ეს არის გლობალური ფონდი, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით, საქართველოში უკვე ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ წარდგენილი გვაქვს ახალი პროექტებიც, რომლებიც სატყეო სექტორის კომპლექსურ რეფორმას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რეფორმა თავისთავად საჭიროებს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. ჩვენ იმედი გვაქვს, ფონდი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის 20 მლნ დოლარზე მეტი საგრანტო დახმარების გამოყოფის საკითხზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, XXI საუკუნის პირველ მეოთხედში კლიმატის ცვლილების ნეგატიური გავლენა მთელ მსოფლიოზე, მათ შორის საქართველოზე მთელ რიგ სტიქიურ მოვლენებში აისახა. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი კლიმატის ცვლილების საერთაშორისო ფონდებიდან ფინანსური მხარდაჭერის საკითხის განხილვას დაეთმო. აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის ვალდებულებების შესაბამისად, საქართველო „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტის განახლებულ ვერსიას ამზადებს. შეხვედრას, რომელიც სასტუმროში „შერატონი“ გაიმართა, მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კლიმატის მწვანე ფონდის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
(NS)
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)