|
2019-09-17 11:33:18, 1951 ნახვა
საზოგადოება
მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი იყო - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 41% ფიქრობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. ამავე კვლევის მიხედვით, 49% აცხადებს, რომ კავშირის დაშლა ქვეყნის კარგი მოვლენა იყო. ამავე კითხვაზე 10% პასუხობს "არ ვიცი". უფრო კონკრეტულად, საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდ მოვლენად ძირითადად 55 წელს ზემოთ ადამიანებს (56%) მიაჩნიათ. დასახლების მიხედვით, ამავე აზრის მქონე ადამიანების ყველაზე მეტი მაჩვენებელი სოფლებსა (47) და პატარა ქალაქებში (42) დაფიქსირდა. სქესის მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლას ცუდ მოვლენად მამაკაცების 42% აფასებს, ხოლო ქალებში 39%. აღსანიშნავია, რომ წინა გამოკითხვის შემდეგ, რომელიც NDI-მ მიმინარე წლის 20 მაისს გამოაქვეყნა, საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდ მოვლენად 2-ით მეტმა ადამიანმა შეაფასა. წინა კვლევის თანახმად, ფაქტს ნეგატიურად 39% აფასებდა. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)