|
2019-09-16 16:30:35, 2491 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სოფელ წყავროკაში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება გაიხსნა. ამ დრომდე პატარები სკოლის შენობაში განთავსებულ ბაღში დადიოდნენ. ადგილობრივებს საბავშვო ბაღის გახსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიულოცა. «ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველგან, დაახლოებით ამ სტანდარტის დაწესებულება გვქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველგან იყოს თანაბარი პირობები, რომ ჩვენი შვილები იზრდებოდნენ უსაფრთხო გარემოში. მიუხედავად იმისა, ეს იქნება სოფელი თუ ქალაქი, ყველგან ერთი სტანდარტი უნდა გვქონდეს.» - აღნიშნა რეგიონის პირველმა პირმა. ამ ეტაპზე ბაღში 60 აღსაზრდელისთვის 3 ჯგუფი ფუნქციონირებს. 105 ბავშვზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე, უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით. მოწესრიგდა ეზო, მოეწყო ატრაქციონები გასართობი მოედანი. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის, ინვენტარიზაციისა და ეზოს მოწესრიგებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი დაიხარჯა. დღეისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში 29 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 3 500 აღსაზრდელი ირიცხება, რომლებთანაც 580 თანამშრომელი მუშაობს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)