18:22 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 15:25:17, 2210 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს

ქობულეთში, მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს, საზეიმო მიღების დროს, წითელი და ლურჯი ყელსახვევები დაურიგეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

როგორც აჭარის ტელევიზიას  პირველი ბ კლასის პედაგოგმა განუცხადა, ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის, საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.

მისივე მტკიცებით,  მშობლებს ყელსახვევები არ გაუპროტესტებიათ და გამოყენა, რათა ბავშვები სხვებისგან გამოერჩია.

„ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ჩემი პირველი ბ კლასია. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, შინდისფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“, - განაცხადა პედაგოგმა.

აღსანიშნავია, რომ რომ წითელ და ლურჯ ყელსახვევებში პრობლემას ვერც დირექტორი ხედავს. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics