|
2019-09-14 14:23:32, 2552 ნახვა
რეგიონი
კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს
ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე კარალეთში მეფუტკრე-ფერმერებს მიულოცეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა ადგილობრივების ბაზები დაათვალიერეს და ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების კუთხით რეკომენდაციები გაუწიეს. მეფუტკრე ფერმერებმა ინფორმაცია საფუტკრის მოწყობის, ფუტკრის დაავადებების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების, საშემოდგომო სამუშაობის და ფუტკრის საკვები ბაზის, ასევე მეფუტკრეობაში არსებული თანამედროვე სტადარტების შესახებ მიიღეს. ფუტკრის დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2008 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანი ფუტკრის მასობრივ გაუჩინარებაზე საზოგადოების ყურადღების მიპყრობაა. დღეისათვის მსოფლიოში ფუტკრის პოპულაციების 20-დან 80%-მდე გაუჩინარებულია. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ქართული თაფლისთვის ევროპის ბაზარი გაიხსნა, ფერმერების მხრიდან მეფუტკრეობის და თაფლის წარმოების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში ამ დროისთვის 40-50 ათასი მეფუტკრეა. მეფუტკრეობა სოფლის მეურნეობის ეკონომიკურად ეფექტიანი დარგია და მას მზარდი საექსპორტო პოტენციალი აქვს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)