|
2019-09-14 13:06:14, 2607 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ ანა დავითაძეს წარმატება მიულოცა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ საკრებულოს წევრთან გურამ ზოიძესთან ერთად დაბა შუახევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულ ანა დავითაძეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული წარმატება მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ანა კლასში გამორჩეული მოსწავლე იყო და სკოლაც წარმატებით დაამთავრა. მონაწილეობდა სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებში და პროექტებში. მიღებული აქვს შესაბამისი დიპლომები და სერთიფიკატები. შედეგმაც არ დააყოვნა და აბიტურიენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მან სახელმწიფო გრანტი 50% - იანი დაფინასებით მიიღო. ახარებს ისიც, რომ მისი მეგობრები მომავალ სასწავლო წელს ახლად აშენებულ დაბის საჯარო სკოლაში გაგრძელებენ სწავლას და ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. „მინდა ანას და ყველა კურსდამთავრებულს მივულოცო სტუდენტობა. ეს არის თქვენი ცხოვრების ყველაზე კარგი და საინტერესო ეტაპის დასაწყისი. თქვენს ცოდნაზე, მონდომებასა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს მომავალი. გისურვებთ წარმატებებს და მჯერა ასახელობთ, როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტს ასევე რეგიონს. ახლო მომავალში დაგეგმილ გვაქვს სტუდენტური შეხვედრა, სადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სასწავლებლების სტუდენტებს მოვიწვევთ და მათთვის მოვაწყობთ საზეიმო ღონისძიებას“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. მიმდინარე საგამოცდო წელს 85 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მათგან 70% სახელმწიფო გრანტი საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის მოსწავლე მარიამ შანიძემ მიიღო. 50% დაფინანსდა დღვანის, ნიგაზეულისა და ოლადაურის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები ქეთი ფუტკარაძე, ნინო სირაძე და ნინო დავითაძე გახდნენ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)