|
2019-09-13 16:52:03, 2790 ნახვა
რეგიონი
შუხევში ახალი სასწავლო წლის სამზადისი დაიწყო
დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.განიხილეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში იგეგმება. წელს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების“ პროგრამის ფარგლებში დაიწყო დაბა შუახევის საჯარო სკოლის მშენებლობა, სასწავლო პროცესი კი პანსიონის შენობაში განახლდება. სპორტული ინვენტარი გადაეცა ფურტიოს, ჯაბნიძეებისა და შუბნის სკოლებს, ხოლო ოლადაურის, დღვანისა და ქიძინიძეების სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო მხატვრული ლიტერატურით. ლაბორატორია მოეწყო ჯაბნიძეების საჯარო სკოლაში. წელს, შუახევში 110 პირველკლასელია, რომლებსაც საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადაეცემათ. მუნიციპალიტეტში 77 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით შეირჩა 10 პედაგოგი, ხოლო დარჩენილ 67 ვაკანსიაზე გამოცხადებულია კონკურსი.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)