|
2019-09-13 10:44:58, 722 ნახვა
რეგიონი
„ზედაზენი“-ის მხარდაჭერით, არხოტის ხეობაში მთის ფესტივალი „გადავარჩინოთ ამღა“ გაიმართა
ლუდსახარში „ზედაზენი“-ის მხარდაჭერით ხევსურეთში, არხოტის ხეობის სოფელ ამღაში მთის ფესტივალი სახელწოდებით ,,გადავარჩინოთ ამღა’’ გაიმართა. საღამო ძველი ხევსურული წესით, სულის ცხენის დალოცვით დაიწყო რასაც ტრადიციულად დოღი მოჰყვა, დოღს კი ფოლკლორული კონცერტი, ჭაუხების ველზე, სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მომღერლების, მელექსეების, პოეტებისა და რელიგიური საგალობლების შემსრულებლები. კონცერტის კულმინაცია ორგანიზატორებს ბოლოსკენ ჰქონდათ შენახული - ქისტ და ხევსურ ახალგაზრდებს შორის ძმადგაფიცვის უძველესი წესის ჩატარება, ეს წესი კავკასიაში ბოლო 50 წელია არ ჩატარებულა.
საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ს.ს ,,ქართული ლუდის კომპანიის’’ უგემრიელესი ლუდი ,,ზედაზენი და ლიმონათი. კამპანია #გადავარჩინოთამღა, ონლაინ სააგენტო „მთის ამბებმა“ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, 2019 წლის 24 ივლისს დაიწყო, მიზანი მოსახლეობისგან დაცლილი მთის სოფლების გაცოცხლებისა და გაძლიერების ხელშეწყობაა. ამღა არხოტის ხეობის ბოლო სოფელია, საქართველო-რუსეთის საზღვართან. სოფელში ამჟამად 20 -მდე ნაგებობაა, აქედან ექვსი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამღის კომპლექსური რეაბილიტაციის მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე „მთის ამბებმა“ ერთ დღეში 1000 ხელმოწერა შეაგროვა. პეტიცია განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინა. 15 აგვისტოს არხოტში ჩასულმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ამღის რეაბილიტაციისთვის თანხა 2020 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით ფესტივალი ტრადიციად იქცევა და ყოველ წელს ჩატარდება საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რომელსაც შველა ყველაზე მეტად სჭირდება. #გადავარჩინოთამღა
(R)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|









ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)