18:09 - 28 Jul, 2026
|
2019-09-12 15:09:49, 1881 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში ხანძრის შედეგად დაზიანებულ სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩა N29-31-ში ხანძრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ორივე ეზოში არსებული შენობები გამაგრდა, შეიცვალა სახურავები და შესრულდა სარემონტო სამუშაოები. რეაბილიტირებული სახლები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „მანჯგალაძის ქუჩა N29-ში არსებული ბინები ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. ასევე, დაზარალდა N31-ში მცხოვრები მოსახლეობაც. ორივე ეზოში სულ 24 ოჯახი ცხოვრობს. შენობებს ჩავუტარეთ სრული რეაბილიტაცია და ახლა უკვე ადგილობრივები ნორმალურ პირობებში ცხოვრობენ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 257 227 ლარი გამოყო.
(NS)
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)