|
2019-09-12 15:07:24, 1841 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ბაგა-ბაღების მენეჯერებს შეხვდა
ახალი სასაწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებთ, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელსა და მუნიციპალიტეტში არსებული ბაღების მენეჯერებს შეხვდა. მათთან ერთად განიხილა სასწავლო წლისთვის მზაობის საკითხები და არსებული მდგომარეობა. „მომავალ თაობაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, სასურველი შედეგის მისაღწევად კი მაქსიმალური თანამშრომლობაა საჭირო. აღსაზრდელებისთვის ყველა პირობაა შექმნილი, რათა სააღმზრდელო პროცესში სრულყოფილად იყვნენ ჩართულნი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული სამუშაოებისთვის და საკითხები რომლებიც მოიტანეთ ჩვენამდე შესაბამისად აისახება ბიუჯეტში და იქნება მოგვარებული“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. შუახევის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო - სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს 11 საბავშვო ბაღში და 9 ალტერნატიულ ჯგუფში განახლდება, სადაც 530-მდე აღსაზრდელი ირიცხება. პატარების აღზრდა - განათლებაზე 220 თანამშრომელი იზრუნებს. ბაგა-ბაღების რიცხვს მალე 2 ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სააღმზრდელო დაწესებულება შეემატება, გაიზრდება დასაქმებულთა რიცხვიც.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)