|
2019-09-09 13:44:05, 3054 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ნავსადგურში თურქული ფრეგატი შემოვიდა
ბათუმის ნავსადგურში თურქული ფრეგატი TCG SANCAKTAR (L 403) შემოვიდა. გემის ვიზიტი თურქეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საზღავაო სამხედრო სასწავლებლის 2019 წლის საზღვაო წვრთნების ფარგლებში ხორციელდება. გემის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ქ. ბათუმის მერის მოადგილემ, ლელა სურმანიძემ და ქ. ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა, მაქბულე ქოჩაქმა. გემზე იმყოფება 236 სტუდენტი. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი საზღვაო წვრთნები თურქული გემების ეკიპაჟის წევრებისა და საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლების მონაწილეობით. წვრთნებისას სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები სანავიგაციო, ტაქტიკური მანევრების, მანქანა-დანადგარების, სახანძრო და ჭრილობების დამუშავების საკითხებში. თურქული ფრეგატი ბათუმის პორტში სამ დღეს დაჰყოფს. ბათუმის ნავსადგურში TCG SANCAKTAR (L-403) გემის დათვალიერება ვიზიტორებს 10 სექტემბერს, 10:00-17:00 საათზე შეეძლებათ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)