21:27 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 17:16:43, 2638 ნახვა

კომენტარი
გახარია - პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი

„სიმართლე გითხრათ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის ამ სავარძელში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოსთან“ გამართული შეხვედრები გაიხსენა და ოპონენტები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

„რაც ამ დღეებში აქ მოხდა, იყო ჩვეულებრივი ლუსტრაცია, როდესაც სამწუხაროდ, ოპოზიციის ერთი ნაწილი გაიქცა, მეორე ნაწილმა უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი და ჩვეულებრივად მანიპულირებდა პასუხის გაცემის საშუალებით, სიმართლე გითხრათ მე დიდ სხვაობას ვერ ვხედავდი გავრილოვსა და სერგი კაპანაძეს შორის ამ სავარძელში. სერგი კაპანაძე ჩვეულებრივი ქართველი გავრილოვი იყო, როდესაც უბრალოდ პასუხის გაცემის საშუალებას არ გვაძლევდა. შესაბამისად, როდესაც ასეთი ფასეულობების მატარებელი ადამიანები გვიდგენენ სტანდარტს სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ოკუპაციის, სამართლიანობის, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. როგორც მინიმუმ, ეს არ არის ევროპული საქართველო, სხვა რაღაცაა. ჩვენ ამ ხალხს უნდა ვანახოთ ნამდვილი ევროპული ფასეულობები და პირველ რიგში უნდა ვიყოთ მომთხოვნები ჩვენი თავის წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics