07:54 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-12 11:50:43, 787 ნახვა

საზოგადოება
„ცოცხალ რიგში“ მდგომ გულშემატკივრებს ბილეთების ყიდვის საშუალება არ ეძლევათ

სუპერთასის მატჩზე დასწრების მსურველები, ვაკის პარკში ისევ ორნაწილად არიან გაყოფილები.

ბილეთების გაყიდვა მხოლოდ სიის მიხედვით მიმდინარებს, „ცოცხალ რიგში“ მყოფებს კი, ამის საშუალება არ ეძლევათ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განუცხადა, ბილეთების მყიდველების მსურველებმა 100–მდე სია შეადგინეს. ამ სიის ამოწურვის შემდეგ, თუ ბილეთები დარჩება, მაშინ მათი ყიდვის საშუალება „ცოცხალ რიგში“ მდგომებსაც მიეცემათ.

ცნობისთვის, ვაკის პარკში შეკრებილი გულშემატკივრები სიებს 3 დღის განმავლობაში ადგენდნენ. „ცოცხალი რიგი“  კი, რამდენიმე საათის წინ შეიქმნა.

სალაროებთან, ბილეთების შესაძენად 50–50 კაციან ჯგუფებს უშვებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ ტრამპთან საუბრის დეტალები გაამხილა
ვუჩიჩი გადადგომამდე თბილისში ჩამოვა
ესაა სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და ოცნებას ეკისრებათ - TI წამებაზე
საია - გავრცელებული შემაშფოთებელი კადრები სისტემური და სისტემატური საპოლიციო ძალადობის კიდევ ერთ ილუსტრაციას წარმოადგენს, რომელიც წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics