21:29 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 11:54:08, 2125 ნახვა

კომენტარი
გომელაური კვიციანს - სად არის მწვანე და წითელი ასანთები, ამას მოვიკითხავ და თუ შემიძლია, დაგეხმარებით

„სად არის მწვანე და წითელი ასანთები, ამას მოვიკითხავ აუცილებლად და ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში თუ შემიძლია, რა თქმა უნდა დაგეხმარებით“, - ასე უპასუხა სუს-ის ყოფილმა უფროსმა, შს მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ემზარ კვიციანს.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ემზარ კვიციანი გარკვეულ საბუთებს ეძებდა, თუმცა ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ აღმოჩნდა.

„ღიად ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ, თქვენ ეძებდით რაღაც საბუთებს, რომელიც ჩვენთან არ აღმოჩნდა. ის თემა, თუ მწვანე სად არის ასანთები და წითელი სად არის, ამას მოვიკითხავ აუცილებლად და ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში თუ შემიძლია, რა თქმა უნდა დაგეხმარებით. ის თემა რომ მე ვიღაცას არ ვუშვებდი, თვითონვე აღნიშნეთ, რომ მე შეხება არ მქონია მაშინ ამ მიმართულებით და ვერც აგიკრძალავდით, ვერც შემოგიშვებდით საქართველოში თუ დაკეტილი იყო საზღვარი თქვენთვის. რაც მითხარით, იმას აუცილებლად მოვიკითხავ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამის შემდეგ კვიციანმა განმარტა, თუ რა საბუთებზე იყო საუბარი: „რაც ეხლა ბატონმა ვახტანგმა ბრძანა, ეს ეხება ჩემს დოკუმენტებს, ანუ ნამსახურეობა ჩემი 1993 წლიდან 1997 წლამდე არის გამქრალი. წაიღეს თავდაცვის სამინისტროდან კონტრდაზვერვამ, და კონტრდაზვერვაში არ არსებობს, ანუ აორთქლდა. არავინ უნდა აგოს პასუხი ამაზე? მიზანმიმართულად მიმდინარეობდა გაქრობა ამ დოკუმენტების, იმისთვის რომ მე არ მქონოდა ნამსახურეობა და ერთი წელი მიკეთებდნენ ნაომრობა და მოწმობა მომცეს ვეტერანის. ამაზეა საუბარი. უშიშროებამ თუ ვერ მონახა, მე ვერ შევძლებ“.

 

>> კვიციანი გომელაურს - სუს-ის მეშვეობით მოსკოვიდან წითელი ამენთო, იქნება გამოსვლისას ხელი ჩამოკრათ და გამორთოთ

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics