16:06 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 18:30:11, 1872 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის გამგეობა დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს

დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბესა და დიღმის მასივში დაავადებული ფიჭვებისა და ალვის ხეების სანიტარიულ ჭრებს ახორციელებს.

პირველ ეტაპზე, სამუშაოები დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-2 კორპუსთან განხორციელდა. აღნიშნულ მისამართზე 25 დაავადებული ფიჭვი, ორი ზეხმელი და ავარიული ალვის ხე მოიჭრა.

დიდუბის რაიონში წლის განმავლობაში ჯამში, 450-მდე დაავადებული ხის მოჭრა იგეგმება, რომელთა ნაცვლად, დიდუბის გამგეობა ჯანსაღი, დიდი ზომის ხეების დარგვას გეგმავს.

სამუშაოებს, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ ემ ბილდინგი“ ახორციელებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 88 139 ლარია.

დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრები ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელებისა და ჯანსაღი ხეების დაზიანების საპრევენციოდ ხორციელდება. ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.

დასკვნის მიხედვით, დედაქალაქსა და მის შემოგარენში მასშტაბური სანიტარიული ჭრების ჩატარებაა აუცილებელი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics