|
2015-07-11 15:59:56, 787 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაახლოებით 300 მეტრით არის გადმოწეული
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 295- 300 მეტრით არის გადმოწეული, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ განუცხადა. როგორც ენუქიძემ განმარტა, ე.წ. საზღვარი ძველი ბანერის ადგილიდან, რომელიც ორჭოსანის მიმართულებით იყო დამონტაჟებული, ახალი ავტობანის მიმართულებით არის გადმოწეული. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ახალი ბანერები წითელ უბანშიც დაამონტაჟეს. „საღამოს საათებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურ-დეპარტამენტში შემოვიდა ინფორმაცია იმ ის შესახებ, რომ საუკუპაციო ძალების მიერ ხდებოდა წითელი უბნის და ორჭოსანის მიმართულებით ახალი ბანერების მონტაჟი. აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ჯგუფი ადგილზე იქნა გაგზავნილი სხვა დანაყოფებთან ერთად, რის შედეგადაც მოხდა ინფორმაციის შეჯამება. ამ ეტაპისთვის ორჭოსანის მიმართულებით, სადაც ძველი ბანერი იყო დამონტაჟებული, ახალი ავტობანის მიმართულებით 295- 300 მეტრით არის გადმოწეული და დამონტაჯებულია ახალი ბანერი. რაც შეეხება წითელ უბანს, აქაც ახალი ბანერი არის დამონტაჟებული“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ენუქიძემ. მისივე თქმით, მომხდარის შესახებ შსს-მ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს უკვე აცნობა. „ჩვენ საქმის კურს ჩავაყენეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ვისთანაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და ამ მიმართულებით ხდება მათი მხარდაჭერა. თავისთავად საგარეო საქმეთა სამინისტრო იქნა საქმის კურსში ჩაყენებული“, - აღნიშნა შალვა ენუქიძემ და დასძინა, რომ ოფიციალურ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსასახური მოგვიანებით გააკეთებს.
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროპულ ასპარეზს დაუბრუნდა
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)