|
2019-09-06 10:23:52, 2231 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე - ჩვენი დამოკიდებულება ინვესტორებთან არის სამართლიანი, გამჭვირვალე და ჯანსაღი
"ჩვენი დამოკიდებულება ყველა ინვესტორთან არის სამართლიანი, გამჭვირვალე, ჯანსაღი და როცა სახელმწიფო სამართლიანადექცევა ბიზნესს, რა თქმა უნდა, განვითარება, დინამიკა და ინვესტიციები არის შეუქცევადიპროცესი," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემმრავალფუნქციური კომპლექსის "ბათუმი რივიერას" პრეზენტაციისას. "ბათუმი რივიერა", რომელიც ახალ ბულვარში შენდება, არის ქართულ-გერმანული კომპანია "ჰოხბაუ"-ს 30 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი. მრავალფუნქციურ კომპლექსში 70 ადამიანი დასაქმდება. "წელს გვაქვს მართლაც უპრეცედენტო წელიწადი რეგიონში და უკვე დღეის მდგომარეობით შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მუნიციპალიტეტის მთავრობასთან ერთად ჩვენ შევძელით 30 პროექტის განახლება, რომელთა საინვესტიციო ღირებულება არის 1 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, არ გავჩერდებით და წლის ბოლომდე ჩვენი გეგმის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ 3 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტების რეალიზება და მათი დაწყება წლის ბოლომდე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რეგიონში 2 წლის ჭრილში შევქმნით 6 ათას ახალ სამუშაო ადგილს და ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება 6 ათასი ძლიერი ოჯახი" - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას. "ჰოხბაუ"-ს წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ "ბათუმი რივიერას" პროექტი არის ევროპული გამოცდილების გამოძახილი და აფუძნებს ევროპულ სტანდარტებს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)