15:02 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 17:00:30, 1044 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი მიზანია, ეკონომიკური განვითარების შედეგები თითოეული ოჯახისთვის უფრო ხელშესახები გავხადოთ

„ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, რომელიც დაფუძნებულია კერძო ინიციატივაზე, კერძო ბიზნესის დომინირებასა და მისი თავისუფლების პატივისცემაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში ოთხი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ მოსმენაზე.

მისი თქმით, საქართველოში ბიზნესს პირველ რიგში სჭირდება სტაბილური გარემო და სამართლიანი თამაშის წესები.

„აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, პირველ რიგში, მიმართულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებისკენ, ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღებისკენ და რა თქმა უნდა, უკვე ამის ფონზე, სიღარიბის დაძლევისკენ, რომელიც ჩვენს ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩება. ჩვენი მიზანია, ეკონომიკური განვითარების შედეგები უფრო მეტად ხელშესახები გავხადოთ თითოეული ოჯახისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics