|
2019-09-05 10:37:19, 850 ნახვა
რეგიონი
შუახევში ფესტივალი „კერამიკის ალქიმია“ იმართება
ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი ,,კერამიკის ალქიმია“ გაიხსნა. ფესტივალი საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევით და კულტურული ტურიზმის განმავითარებელ აქტივობებს მოიცავს. ფესტივალში წელს მონაწილეობას ღებულობს ქართველი, თურქი და ლატვიელი 12 კერამიკოსი და 10 სტუდენტი. „კერამიკის ალქიმიის“ ფარგლებში ფესტივალის მონაწილები ტურისტებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბრილის თიხის კარიერს ეწვიენ. ფესტივალში მონაწილეებმა ადგილზე მოიპოვეს თიხა და დაამუშავეს, გამოძერწეს ნაკეთობები, იქვე კარიერზე ღია ცის ქვეშ ჩატარდა ნაკეთობების გამოწვაც. დაიგეგმა საჯარო ლექცია ბრილის თიხის თვისებებისა და ქიმიური კვლევების შედეგების გაცნობის თემაზე. ბრილის კარიერის შესწავლა გასული წელს ფესტივალის ფარგლებში დაიწყო. ჩატარდა სამუშაოები და მნიშვნელოვანი დასკვნებიც დაიდო. როგორც სამეცნიერო კვლევებმა დაადასტურა სამშენებლო კერამიკისთვის ბრილის თიხა ვარგისია და ყველანაირი პირობა არსებობს საიმისოდ, რომ უახლოეს მომავალში ბრილში დაიგეგმოს კერამიკული ტურები და განვითარდეს კულტურული ტურიზმი. ფეტივალი ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება, რომლის მიზანი ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების, კულტურის პოპულარიზაცია, ტურიზმისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)