|
2019-09-04 18:17:26, 1290 ნახვა
რეგიონი
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელი აცხადებს, რომ სინაგურში იმყოფებოდა და ქართული საგუშაგოს მშენებლობას გაეცნო
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში ჩავიდა, სადაც სოფლის მახლობლად ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაცით, ე.წ. თავმჯდომარე ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნო. მასთან ერთად სოფელში დე-ფაქტო პარლამენტარებიც ჩავიდნენ. "დღეს დილით მივიღეთ შეტყობინება ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომ სოფლის შემოგარენში საქართველოს პოლიციის პოსტის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს. პარლამენტარებმა გადაწყვიტეს, რომ დრო არ დაეკარგათ და ჩავიდნენ სოფელში. თან გაიყოლეს რუკები, რათა დაედგინათ, ვის ტერიტორიაზე ხორციელდება მშენებლობა. ადგილზე ჩასვლის შემდეგ, გაირკვა, რომ ქართული საგუშაგო, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შენდება, თუმცა აღმაშფოთებელია, რომ ეს ჩვენი საზღვრიდან 50-70 მეტრში ხდება", - განაცხადა ე.წ. პარლამენტის პრესსპიკერმა. გარდა ამისა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების КГБ აცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გზის მონაკვეთის კაპიტალურ რემონტს, რომელიც საგუშაგოს სოფელ პერევთან დააკავშირებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)