23:06 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 18:07:03, 1302 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე ბახტაძეზე: თქვენ კი არ გადადექით, თქვენ გადაგაყენეს - ასე თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ-იქით

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სინამდვილეში მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 

როგორც გოცირიძე აცხადებს, "ქართული ოცნება" ყველა გზებით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. 

"ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს - ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ მიზანს ემსახურება რა თქმა უნდა ფორმალური პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადაყენებაც. ძალიან სასაცილოა მისი სიტყვები როდესაც დაიწყო, რომ მე გადავდექი. თქვენ კი არ გადადექით, თქვენ გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. ასე თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ-იქით", - განაცხადა მან. 

დეპუტატი აგრეთვე იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა შესაძლოა მოქმედმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაიკავოს. გოცირიძის მტკიცებით, თუ გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას დაიკავებს, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს. 

"თუ გამართლდა ის ჭორი და მართლაც გიორგი გახარია დაინიშნა პრემიერად, ეს იქნება პირდაპირი სიგნალი, რომ საქართელოს მართავს არა ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ რუსეთი. გავრილოვი დაგვასვეს პრემიერ-მინისტრად", - განაცხადა რომან გოცირიძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics