|
2019-08-31 13:40:44, 1615 ნახვა
რეგიონი
„საქართველოს პროვოკაციულ ქმედებს მიაქციეთ ყურადღება“ - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.საელჩო საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართავს
მოსკოვში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საელჩომ რუსეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას სოფელ ჩარჩანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მიმართა. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს. "მათ უხეშად დაარღვიეს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი ზნაურის რაიონის სოფელ უისტას შემოგარენში. საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა დაიწყეს საინჟინრო-საფორტიფიკაციო სამუშაოები საქართველოს პოლიციის ე.წ. საგუშაგოს განსათავსებლად, რამაც დაძაბულობის გრადუსი ძალიან საშიშ დონემდე აიყვანა. ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების სამშვიდობო მეთოდების მომხრენი ვართ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო სტრუქტურებს სერიოზული ყურადღება მიაქციონ საქართველოს მოქმედებებს, თუმცა ვიტოვებთ უფლებას ჩვენი ტერიტორია და მოქალაქეები აგრესორისგან დავიცვათ. საქართველოს დღევანდელი საშიში მოქმედები, ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ ოფიციალურ თბილისს კონტრპროდუქცტიული პოზიცია აქვს, რომელიც ძალზედ საშიშია. სამხრეთ ოსეთის მხარემ საქართველოს პროვოკაციული მოქმედებების მიმართ მტკიცე პროტესტი გამოხატა და კარტოგრაფიულ და სხვა მასალებზე დაყრდნობით ოფიციალური თბილისის მოქმედებების პროვოკაციული ხასიათი აჩვენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)