16:32 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 18:46:14, 1343 ნახვა

რეგიონი
სოფელ წნელისთან საგუშაგოს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, სოფელ წნელისთან პოლიციის საგუშაგოს ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს.

როგორც ბიბილოვმა აღნიშნა, ე.წ. ხელუსუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დე-ფაქტო რესპუბლიკის საზღვრები იყოს დაცული.

"მთელ პერიმეტრზე განთავსდებიან ჩვენი მესაზღვრეები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართული მხარის ბლოკ-პოსტი არ დაიდგას. ჩვენი საღვრები ყოველთვის იქნება დაცული. ნურაფრის გეშინიათ, იცხოვრეთ წყნარად და მშვიდად", - მიმართა ბიბილოვმა მოსახლეობას. 

ამასთან, მისივე განცხადებით, ბევრი მოქალაქე ქართული საგუშაგოს დემონტაჟის მოთხოვნით გამოდის, თუმცა ბიბილოვის თქმით, ეეს ომის დაწყების ტოლფასი იქნება. მანვე დასძინა, რომ უმჯობესია საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. 

"სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენს ტერიტორიაზე არც ქართული ჯარი და არც ქართული პოლიცია არ უნდა იდგეს. ჩვენს მოქალაქეებს დავიცავთ, ამისთვის ყველა რესურსი გაგვაჩნია", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics