|
2015-07-10 15:45:19, 1006 ნახვა
ეკონომიკა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ ბათუმში სეზონი გრანდიოზული კარნავალით გახსნა
„ელიტ ელექტრონიქსმა“ ქალაქ ბათუმში სეზონი გრანდიოზული კარნავალით გახსნა. ოჩო ფეხები, მიმენი, ცეცხლოვანი წარმოდგენა, დრამერებმა და მოცეკვავე გოგონებმა ბათუმის ქუჩებში დიდი მხიარულება გამოიწვია. ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას 500 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდა, რომლის გამოყენებაც მომხმარებელს მისთვის სასურველ ტექნიკაზე შეუძლია. ამ აქციით „ელიტ ელექტრონიქსმა“ ბათუმში საზღვაო სეზონის გახსნა აღნიშნა. გარდა ამისა კომპანია მომხმარებელს დიდ ფასდაკლებებს, სხვადასხვა აქციებს და გათამაშებას სთავაზობს. შაბათს დილით თუ „ელიტ ელექტრონიქსის“ ავტობუსის მუსიკა გაგაღვიძებთ, ესიგი იღბალი გეწვიათ. ყოველ შაბათს „ელიტ ელექტრონიქსი“ ადგილობრივი მოსახლეობისთვის წამახალისებელ გათამაშებას მოაწყობს. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ პირადობის მოწმობა უნდა წარადგინოთ და თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ როგორც წვრილი, ასევე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, კონდიციონერი, ტელევიზორი და სხვა უამრავი საჩუქარი. „ელიტ ელექტრონიქსის“ ფასდაკლების აქციებით შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაშიც. ელიტ ელქტრონიქსი ქალაქ ბათუმში სამი მაღაზიითაა დღეისთვის წარმოდგენილი. ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს ტექნიკის მსოფლიო ბრენდების ყველაზე დიდი არჩევანს სთავაზობენ.
(R)
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)