15:33 - 16 Aug, 2026
|
2019-08-28 14:01:47, 1682 ნახვა
რეგიონი
ნინოწმინდაში, ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ოცნების“ დეპუტატის ფოტო გამოფინეს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ სათხეში ახლადგახსნილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში "ქართული ოცნების" დეპუტატის, ენზელ მკოიანის ფოტო გამოფინეს. როგორც მკოიანი განმარტავს, ის სოფელ სათხეშია დაბადებული და გაზრდილი, რის გამოც შესთავაზეს, მისი ფოტო და ჯილდოები ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულიყო. ეთნოგრაფიული მუზეუმი სოფელში 24 აგვისტოს გაიხსნა. მუზეუმი, ალბერტ ისოიანის შვილის, არტურ ისოიანის დაფინასებით აშენდა, რომელიც ბიზნესმენია და რუსეთში ცხოვრობს. აქ, გამოფენილია სოფლისათვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციული საყოფაცხოვრებო ნივთები და საოჯახო ფოტოები, მათ შორის არის ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ფოტო და ჯილდოებიც.
ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)