15:32 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 16:36:20, 1581 ნახვა

რეგიონი
შუახევში გზების კეთილმოწყობა გრძელდება

ბრილის და ჟანივრის სოფლების დამაკავშირებელი, ავარიული გზა მოწესრიგდა. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში, გზის  200 მეტრიან  მონაკვეთზე, ბეტონის საფარი დაიგო. შესრულებული სამუშაოები შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ დაათვალიერა.

პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 15110 ლარამდე დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გიკუ 2010“ ასრულებდა.

300 მეტრი სიგრძის გზის ავარიული მონაკვეთი მოწესრიგდა სოფელ ახალდაბის საცნაურის და საწუმპიას უბნებში. 150 მეტრ გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარი დაიგო ჯაბნიძეებში, კორძაულის უბანში.

 აღნიშნული გზების მონაკვეთების მოწესრიგება  მოქალაქეების პრიორიტეტს წარმოადგენდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics