14:46 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 11:46:42, 1531 ნახვა

რეგიონი
ჯანდაცვის მინისტრი ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრი ეკატერინე  ტიკარაძე ხონის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ  დევნილ  ოჯახებს  შეხვდა.  

 მინისტრი გაეცნო დევნილი მოსახლეობის  საყოფაცხოვრებო პირობებს,  მოისმინა  იმ საჭიროებების შესახებ,  რაც  იძულებით გადაადგილებულ პირებს  წლების  განმავლობაში აწუხებთ.

ერთ-ერთი  სერიოზული პრობლემა,   აქაური მოსახლეობისთვის იყო    ავარიული საბავშვო ბაღი, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია, სადაც  მალე 120-მდე აღსაზრდელი შეძლებს სრულფასოვანი სკოლამდელი განათლების მიღებას.  ამას გარდა რეაბილიტაცია უტარდება კულტურის სახლსაც.

კულტურის სახლისა და სკოლამდელი დაწესებულების რეაბილიტაცია პროექტის „ეკონომიკური მონაწილეობა, საცხოვრებლით უზუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“ ფარგლებში,  გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით  მიმდინარეობს, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KFW) და  ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მშენებლობა-რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოებზე, ძირითადად, ადგილობრივი დევნილი მოსახლეობაა დასაქმებული.

შეხვედრას ესწრებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის  ხელმძღვანელი ბესარიონ სიმონიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ხონის მერი ლადო ჯურხაძე და ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics