|
2019-08-22 12:27:46, 914 ნახვა
რეგიონი
შშმ ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის შესახებ კვლევა იწყება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის საკითხზე საკომიტეტო მოკვლევას იწყებს. კვლევის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ მოწვეული ექსპერტი მაკა მეშველიანი, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილები, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრები და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოკვლევის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებთან შეხვედრებისთვის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტად შერჩეულია ქ. ბათუმი. საკითხის სიღრმისეულად შესწავლის მიზნით ჩატარდება ინტერვიუები და შეხვედრები შშმ ქალებთან, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. მოკვლევის შედეგად მომზადდება ანგარიში, რომელშიც მოცემული იქნება პრობლემების ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის მიმართ.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)