|
2019-08-19 10:21:58, 848 ნახვა
რეგიონი
გუგუტიანთკარში მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარში დაზარალებული 3 ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს. მინისტრის განმარტებით, ლავრენტი გუგუტიშვილისა და გივი რაზმაძის ოჯახებს, რომელთა სახლებიც მავთულხლართებს მიღმა მოექცა, საკუთრებაში გადაეცემათ სახლები და მიწის ნაკვეთები გორში, რომლებშიც ომის შემდგომ ცხოვრობდნენ. გარდა ამისა, ეს ოჯახები ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ. „დღეს ვიმყოფებოდით გორში, რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახში. იმ ადგილას, სადაც ისინი 2008 წლიდან ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და რუსეთის ინტერვენციის შედეგად მათი სახლები გუგუტიანთკარში დაიბომბა. დღეს აქ იმისთვის ვარ, რომ მთავრობის სახელით მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო და დახმარება კონკრეტული ფორმებით ვცადოთ. აქ საუბარია სოციალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც ისინი დღეს ცხოვრობენ. ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ მათ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა ბმა არ დაკარგონ. ეს მათი სურვილია და რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)