10:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 15:42:59, 5603 ნახვა

კულტურა
მუშტაიდის პარკში ხევსურული საღამო „ მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართება

11 ივლისს, 17:00 საათზე მუშტაიდის პარკში თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო „მთის საჩუქარი ბარს“ გაიმართება.

რონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები.

საღამოს დევიზია – თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!

ღონისძიების ორგანიზატორები არიან www.paata.ge და ლუდი „ხევსურული“.

„2007 წლიდან თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", ტრადიციულად, ყოველ 26 ივნისს ტარდება ”ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს” სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილებს.

ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას.

13-14 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედიის გამო აღნიშნული საღამო არ ჩავატარეთ 26 ივნისს და მიგვაჩნია წელს მზიურში არ შეიძლება რომ ჩატარდეს, ამიტომ მიმდინარე წელს ჩატარდება 11 ივლისს მუშტაიდის პარკის (დინამოს სტადიონთან) ამფითეატრში.

ამ საღამოებს ყოველთვის ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი. წელს საღამოზე შეგროვდება შემოწირულობა და შეგროვილი თანხა გადაეცემა ნოდარ დუმბაძის ბავშვთა ქალაქ "მზიურს“, – აცხადებენ ორგანიზატორები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics