|
2019-08-17 15:02:19, 1325 ნახვა
საზოგადოება
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან 1 ლარად შეიძენენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს ვეტერანები სექტემბრიდან სიმბოლურ ფასად შეიძენენ, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ წეროვანში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საუბარია 35 დასახელების მედიკამენტზე, რომლებიც განკუთვნილია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის სამკურნალოდ. „რამდენიმე კვირის წინ ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, სიმბოლურ ფასად შეიძინონ გარკვეული ტიპის მედიკამენტები. პროგრამაში ძირითადად მონაწილეობენ პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები და იყო თხოვნა ჩვენი ვეტერანებისგან, რომ გამხდარიყვნენ ამ პროექტის მონაწილე. რა თქმა უნდა, ჩვენი მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან ყველა ვეტერანი შეძლებს, ისარგებლოს ამ პროგრამით და სიმბოლურ ფასად მიიღოს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები", - აღნიშნა პრემიერმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)