|
2019-08-17 10:56:03, 1473 ნახვა
რეგიონი
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღნაღში მოსახლეობას შეხვდნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგას, ვაქირისა და საქობოს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სოლომონ პავლიაშვილმა მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების და მიღწეული შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ასეთ ფორმატში მოსახლეობასთან შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა დეტალურად გავაცნოთ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები და ის სარგებელი, რასაც ბენეფიციარები იღებენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ძალიან კარგი შედეგები აქვს პროექტს „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებში დაახლოებით 500 ჰა ფართობზე გაშენებულია მრავალწლიანი ბაღები. მუნიციპალიტეტს დიდი პოტენციალი გააჩნია აგროტურიზმის განვითარების მიმართულებითაც, რაც გააუმჯობესებს ადგილობრივების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. შეხვედრაზე მოსახლეობამ ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელში არსებული პრობლემები და საჭიროებები გააცნო. გამოიკვეთა სასმელი წყლის მიწოდების და მიწების რეგისტრაციის პრობლემა, რაც ართულებს ადგილობრივებისთვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ხელმისაწვდომობას. კახეთის მხარის გუბერნატორმა დეტალურად ისაუბრა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც რეგიონში ხორციელდება. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ეტაპობრივად, მოხდება სასმელ წყალთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. შეხვედრაზე გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით, მაქსიმალურად მოხდება მომავალი წლის ბიუჯეტში მათი გათვალისწინება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვა მუნიციპალიტეტებშიც აქტიურად გაგრძელდება.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)