18:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-15 13:54:24, 1481 ნახვა

სამართალი
დოლიძე: სასამართლოში რადიკალური ცვლილებები „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ „ბუდის დანგრევით“ უნდა დაიწყოს

 „ჩვენი სასამართლო საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას. ეს ცვლილება უნდა დაიწყოს „მურუსიძე-ჩინჩალაძის“ „ბუდის დანგრევით“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი შეაფასა და აღნიშნა, რომ „ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ პროცესის არის სასამართლოს გაშიშვლებული სახე“.

„პროცესი მიმდინარეობდა ფორმალისტურად. კლანმა შემოატანინა უამრავ ადამიანს განაცხადი მხოლოდ იმიტომ, რომ დარჩენილიყო შთაბეჭდილება, რომ აქ არის კონკურსი, სინამდვილეში კლანის ფავორიტებს ჩვენ უბრალოდ გამოვარჩევთ იმით, თუ როგორ გვიწევდნენ ჩვენ როდესაც ვსვამდით კრიტიკულ კითხვებს, მაგრამ ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ პროცესის არის სასამართლოს გაშიშვლებული სახე. ჩვენ ვნახეთ მოსამართლეები, რომელთა ბელადი არის ვლადიმერ ილიას ძე ლენინი, ვნახეთ მოსამართლეები, რომლებმაც არ იციან რა არის ემპათია და რეალურად ვნახეთ, რომ ჩვენი სასამართლო საჭიროებს რადიკალურ ცვლილებას. ეს ცვლილება უნდა დაიწყოს მურუსიძე-ჩინჩალაძის ბუდის დანგრევით“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics