18:21 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 19:45:21, 2288 ნახვა

მსოფლიო
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ატამბაევის მომხრეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატი სერგეი სლესარევი აცხადებს, რომ ზუსტად არ იცის, სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, მანამდე სოფელ კოი-ტაშში, ატამბაევის რეზიდენციაში, სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა, სადაც ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ატამბაევის სახლის მიდამოებში ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა, იწვის საბურავები და ხეები. გარდა ამისა, დაუდგენელ პირებს ახლო-მახლო მდებარე სათვალთვალო კამერები მწყობრიდან გამოჰყავთ.

ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის, ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. ატამბაევმა პარლამენტის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics