05:25 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 15:54:04, 1432 ნახვა

კომენტარი
კუკავა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე: პროცესი ძალიან კარგია, ბოლოს და ბოლოს დიალოგი დაიწყო

"პროცესი რა თქმა უნდა ძალიან კარგია,7 წელია ამისკენ მოვუწოდებდით მთავრობას,  ბოლოს და ბოლოს დიალოგი დაიწყო",- ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ  საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, გავიდა ერთი თვე და გამოჩნდა, რომ თავისუფალი საქართვცელოს და სხვა პარტიების პოზიცია, რომლებიც ამბობდნენ, რომ დიალოგი  ვითარების განმუხტვის გზაა, სწორი აღმოჩნდა.  

"ის პარტიები, რომლებიც აქციებს აწყობდნენ წინა შეხვედრისას და ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლებოდა   ოცნებასთან დაჯდომა - გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ კობახიძესთან როგორ დაჯექით მუშტი უნდა ჩაგერტყათო, გავიდა ერთი თვე და გამოჩნდა, რომ თავისუფალი საქართველოს და სხვა პარტიების პოზიცია რომლებმაც ვთქვით რომ დიალოგი არის ვითარების განმუხტვის გზა, ეს აღმოჩნდა სწორი", - განაცხადა კახა კუკავამ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბრიფინგი გამართა  და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics