|
2019-08-05 11:08:36, 943 ნახვა
საზოგადოება
ივლისში ტურისტული ვიზიტები 1%-ით გაიზარდა
"ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება", - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ქვრივიშვილის ინფორმაციით, უშუალოდ ივლისის თვეში ტურისტული ვიზიტები 1%-ით გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით ჯამურად საქართველოში ტურიზმის ინდუსტრია საერთაშორისო მოგზაურობის მიმართულებით გაიზარდა 7.8 %-ით, საერთაშორისო ვიზიტორები გაიზარდა 7%-ით და უშუალოდ ტურისტული ვიზიტები გაზრდილია 8%-ით. "უშუალოდ ივლისის თვეში, ჯამურად, საერთაშორისო ვიზიტორები გაზრდილია 4.5%-ით, ტურისტულ ვიზიტებში გვაქვს 1%-იანი ზრდა. ჩვენ გათვლა გვქონდა, რომ აღნიშნული თვე იქნებოდა ყველაზე მოწინავე და რეკორდული, თუმცა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ასე მოხდა. ჩვენ შევეცადეთ მინიმუმამდე დაგვეყვანა ის ზარალი, რომელიც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენს ქვეყანას მიეღო. ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, როგორც ქვეყანა ვინარჩუნებთ პოზიტიურ ზრდის ტემპს, თუმცა შემცირებულს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)