16:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-03 15:47:26, 2924 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პოლიციამ ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავა

უკრაინაში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოდექსის ოლქის პოლიცია ავრცელებს. 

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 35 წლის საქართველოს მოქალაქე თბილისში 2005 წელს ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. ამავე წლის ოქტომბერში სასამართლომ ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 203-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით გააამართლა და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გასამართლებული პირი ინტერპოლის ხაზით 2011 წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ის ოდესაში დააკავეს. მამაკაცი ყალბი პასპორტით გადაადგილდებოდა. უკრაინულმა სასამართლომ მას თავდაპირველად 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, შემდგომ კი, მისი ექსტრადირება გადაწყდა. 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics