|
2019-07-31 15:56:59, 908 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი რეინჯერებს პროფესიულ დღეს ულოცავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაცული ტერიტორიების ყველა რეინჯერს პროფესიულ დღეს ულოცავს. „საქართველოს დაცულ ტერიტორიებს დღეს 400- მდე რეინჯერი იცავს. საფრთხეებისგან დაზღვევა, ბრაკონიერობის ფაქტის აღვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, სისუფთავეზე ზრუნვა, საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორთა დახმარება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ საქმიანობისა, რომელშიც რეინჯერები არიან ჩართული. ჩვენს რეინჯერებს განსაკუთრებული მისია აქვთ, მათ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანძურის, ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვა და მასზე ზრუნვა ევალებათ. რეინჯერები, ძალიან ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ სამსახურეობრივ მოვალეობას. დაცული ტერიტორიების დაცვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ჩვენი რეინჯერების სამუშაო უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თითოეულ რეინჯერს ვულოცავ დღევანდელ დღეს და წარმატებებს ვუსურვებ. პატივს მივაგებ ყველა იმ რეინჯერის ხსოვნას, რომელმაც პროფესიული მოვალეობის შესრულებას სიცოცხლე შესწირა“.
(NS)
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)