23:47 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-29 12:56:42, 2227 ნახვა

სამართალი
მაჩალიკაშვილისა და ლორთქიფანიძის ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს

მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატებმა  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მათი დაცვის ქვეშ მყოფებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ,  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ადვოკატები გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

„ჩვენ ვასაჩივრებთ მოსამართლე ჩახნაშვილის მიღებულ უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელ განჩინებას. არ არსებობს არც ფორმალური და არც ფაქტობრივი საფუძველი იმისა, რომ ბეჟან ლორთქიფანიძეს შეეფარდოს ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიების სახე -  პატიმრობა. ამიტომ, ვასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელოს, გააუქმოს ის, როგორც დაუსაბუთებელი და უკანონო. პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ამის მოლოდინი ნაკლებად გვაქვს, მაგრამ ჩვენ ყველა სამართლებრივ გზას გავივლით იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე“, - განუცხადა "რუსთავი 2"-ს ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა.

ბიოლოგი, ბეჟან ლორთქიფანიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, მორის მაჩალიკაშვილი 20 ივნისის აქციის დროს ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics