|
2019-07-24 10:30:39, 1702 ნახვა
რეგიონი
ბულაჩაურის ცენტრში სტუდენტური პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“ გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ის თანამშრომლობით ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ საზეიმო გახსნა გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან. „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ გახსნაზე შეკრებილ სტუდენტებს, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებს და მოწვეულ სტუმრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გელა ხანიშვილმა სიტყვით მიმართა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის დაფინანსების შესაძლებლობებზე მცირე ბიზნესისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის მიმდინარე ინიციატივების ფარგლებში. პროგრამაში მონაწილეობს საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი, რომლებიც გადამზადდებიან და გაიგზავნებიან საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, ან ეროვნული მოდელების შესამუშავებლად. „პილოტირებისთვის, წარმოდგენილი პროექტები პროგრამის ფარგლებშივე დაფინანსდება და სტუდენტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდება“, - განაცხადა CENN-ის დირექტორმა ნანა ჯანაშიამ. მდგრადი განვითარების მიზნებისა და სოფლის განვითარების სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად და „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ მხარდასაჭერად, CENN-თან გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ და უნივერსიტეტებმა მრავალმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. პროგრამა ინიცირებულია პროექტის - ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)