03:06 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-06 20:45:53, 412 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ და შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის საბოლოო დეტალები განიხილეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფუნქციების გამიჯვნა, ანგარიშვალდებულების მექანიზმები, ანტიტერორისტული და ანალიტიკური ფუნქციების შემდგომი გაძლიერება და მხარდაჭერა, ასევე სხვა მიმართულებები იყო განხილვის საგანი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელსაც შსს-ს მხრიდან რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია, იურიდიული სამმართველოს ხელმძღვანელი ზვიად ოქროპირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ნინო გახარია ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics