|
2019-07-23 14:21:55, 1966 ნახვა
სამართალი
შალვა თადუმაძე: თუ ადეიშვილი არ იქნება ბრალდებული, მის კვალიფიკაციასთან პრობლემა არ მექნება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს საჯარო მოსმენაზე რამდენიმე შეკითხვით მიმართა. „ზურაბ ადეიშვილი, რომ არ იყოს ძებნილი და იყოს დღეს პარალელური სტურქტურის თბილისის პროკურორი, როგორი დამოკიდებულება გექნებოდათ მასთან?“ , - მიმართა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატს. საპასუხოდ, თადუმაძემ განმარტა, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა იმ დროინდელ სისტემასთან. მისი თქმით, ადეიშვილისა და მიხეილ ჩინჩალაძის შედარება არასწორია, რადგან ზურა ადეიშვილი დღეს ძებნილია, ამიტომ ეს შედარება სამართლებრივადაც მცდარია: „მე ჩემი დამოკიდებულება მქონდა იმ სისტემაზე, რაც მაშინ არსებობდა და როგორც გენერალურ პროკურორს, იგივე გამოწვევა მქონდა, მათ შორის, დანიშვნის დროს. პარლამენტიდან ახლაც ხშირად ვისმენ განცხადებებს, რომ იქ მუშაობენ ადეიშვილის კადრები; ადეიშვილის დროს რომ პროკურორი იყო, როგორ შეიძლება ახლაც იყოს პროკურორი - მსგავსი განცხადებები, ჩემი აზრით, ჩვენს სისტემებში არასწორია. თუ კანონში ჩამიწერენ, რომ ადეიშვილის დროს ნამუშევარი პროკურორი არ უნდა მუშაობდეს საქართველოს პროკურატურაში, მე შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებ, ხოლო თუ პოლიტიკოსს არ მოსწონს ის, რომ ადეიშვილის დროს დანიშნული პროკურორი მუშაობს პროკურატურაში, მე გადაწყვეტილებას არ მივიღებ, სანამ იმ დროს დანიშნული პროკურორი არ ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომლითაც იგი აღარ იმუშავებს საქართველოს პროკურატურაში. რაც შეეხება განცხადებებს „კლანზე“ და ა.შ. შეიძლება პროკურატურაში მსგავსი ტერმინები გაავრცელონ ან თქვან, რომ იქ რაღაც „კლანები“ არსებობს, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა და იმის თქმა, რომ არსებობს რაღაც პოლიტიკური „კლანი“. ამიტომ, პოლიტიკოსებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ჩაწერონ კანონში, რომ პროკურატურაში არსებობს „თადუმაძის კლანი“ და ის რომ “თადუმაძის კლანთან“ დაკავშირებულ პირებს ეკრძალება საპროკურორო საქმიანობა. სხვა შემთხევაში, გემოვნებაზე ვერ მოვაწყობთ სისტემას. ჩემს სისტემაში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც იმ დროს მუშაობდა, რომლებიც ჩემი მოწინააღმეგე მხარეები იყვნენ სასამართლო პროცეში და თუ რამე მაკავშირებს მათთან, ეს არის მეგობრული ურთერთობა. რადგან კანონმებლობა არ მეუბნება, რომ რაღაც დროის წინ მომუშავე ადამიანს შეუძლია ან არ შეუძლია ხმის ამოღება. თუ ადეიშვილი არ იქნება ბრალდებული, არ მექნება საფუძველი, რომ რაიმე აქვს დაშავებული პროკურატურაში და არ მექნება პრობლემა მის კვალიფიკაციასთან, ბუნებრივია, მე ადეიშვილთან, როგორც თბილისის პროკურორთან ვიმუშავებ“, - განაცხადა თადუმაძემ. ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ეკავა ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შემდგე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)