|
2019-07-19 18:33:31, 3298 ნახვა
რეგიონი
კახეთში ახალი სასტუმრო გაიხსნება
თარიღი და დრო: 20 ივლისი, 12:00 სთ ადგილი(ლოკაცია): საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ხაშმი (სოფლის შესასვლელში, პირველივე შენობა) ღონისძიების შესახებ (აღწერა) 20 ივლისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი კახეთში, სოფელ ხაშმში სასტუმროს - „შატო ხაშმი“ გახსნიან. 11 ნომრიანი სასტუმრო, რომელშიც ქართული ტრადიციული კერძების რესტორანი იქნება განთავსებული, მიმზიდველი ლოკაცია იქნება, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი ვიზიტორებისთვის. ასევე, ნებისმიერ ადგილობრივ დამსვენებელსა თუ ტურისტს საშუალება ექნება სასტუმროში არსებულ მარანში, გაეცნოს ღვინის დაწურვის ტრადიციას და დააგემოვნოს ქართული ღვინო. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სასტუმროს გახსნა ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობირივი მოსახლეობის დასაქმებას, ასევე საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. შპს „შატო ხაშმი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დაფარავს. აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 1 650 000 ლარს შეადგენს. პროექტის შედეგად, შეიქმნა 20 სამუშაო ადგილი. 2019 წლის ივნისის თვის მონაცემებით, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილია 104 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 279,6 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული104 სასტუმრო შექმნის 3 200-ზე მეტ დამატებით ოთახს და 2 800-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს.
ფოტო: 1tv
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)