|
2019-07-19 13:07:21, 2673 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა ჩატარდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს წევრები და მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. სხდომაზე საბჭოს წევრებმა რამდენიმე ინიციატივა წარმოადგინეს, მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გასართობი პარკის მოწყობა, სთართ არტის განვითარება, საიმიჯო რგოლების გადაღება, ახალგაზრდების სტაჟირება. ისაუბრეს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პრობლემების მოგვარებაზე და სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
,,დღეს დავესწარი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს სხდომას, ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე. პირველივე შეხვედრიდან გამოიკვეთა მათი აქტიური ჩართულობა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საბჭოს ერთ-ერთი წევრის ინიციატივა პროექტების წერაზე , საოჯახო სასტუმროების მართვაზე გათვალისწინებული იქნა და მერიამ გამოაცხადა ამ მიმართულებით შესწავლაზე ტენდერი. იყო საკითხები რაზეც მერია აქტიურად მუშაობს და ვფიქრობ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ სასურველ შედეგს“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ. ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შუახევის მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზნებია ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, ახალგაზრდების საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა, სამიზნე ჯგუფების ინფორმირება და ა.შ.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)